Logo

ბორის ჩელე ყურუა - ლევან ხაბეიშვილი დაკავებას უკავშირებს იმ შიშს, რომელიც მისმა გეგმამ გამოიწვია "ქართულ ოცნებაში"

პოლიტიკასამართალი
144
Frontnews image description

შიშს უკავშირებს ყველაფერს. მე, როგორც ადვოკატი გეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში სამართლის მიზნები არაფერ შუაშია. არ შეიძლება პოლიტიკოსი ციხეში გყავდეს იმიტომ, რომ ის მოსახლეობას რაღაცას დაჰპირდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი საკუთარ დაკავებას უკავშირებს ხელისუფლების შიშს.

"ლევან ხაბეიშვილი საკუთარ დაკავებას უკავშირებს იმ შიშს, რომელიც მისმა განცხადებებმა და მისმა გეგმამ გამოიწვია "ქართულ ოცნებაში". ვისაც არ სჯეროდა ჩემიო, ახლაც ჩემი დაკავებით, მინიმუმ, ეჭვი უნდა გაუჩნდეთო, რომ რაღაც ხდება და ჩემი ეშინიათო. 

საბოლოო ჯამში, შიშს უკავშირებს ყველაფერს. მე, როგორც ადვოკატი გეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში სამართლის მიზნები არაფერ შუაშია. არ შეიძლება პოლიტიკოსი ციხეში გყავდეს იმიტომ, რომ ის მოსახლეობას რაღაცას დაჰპირდა და საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნება" სასამართლოს, პოლიციას და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით სუსს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარ ოპონენტებს გაუსწორდნენ.

შეიძლება დაუმატონ და ახალი ბრალი წარუდგინონ, თუმცა მგონია, რომ გამომდინარე იმ კონტექსტიდან, რაშიც დააკავეს ლევან ხაბეიშვილი, მგონია, რომ მას ბრალი არ დაუდასტურდება.

მე, როგორც ადვოკატი, რა თქმა უნდა, დაველოდები ბრალს და იმ მტკიცებულებებს, რასაც წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

Advertisement