
ავტორი
Front News საქართველო
გასაგებია, რომ ქვეყანაში არსებობენ "პატრონიანი" ადამიანები, ვისაც პოლიცია არ ეხება, მაგრამ ეს "უპატრონოები" ვინც ვართ, ერთმანეთს თუ არ დავუდექით გვერდზე და საზოგადოებამ კონსოლიდაცია თუ არ მოახდინა ამგვარი ფაქტების ირგვლივ, დავიჩაგრებით და გავწყდებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება პირდაპირ დგას დამოკიდებულ და პოლიტიკური გავლენებით გავსებულ სასამართლოზე.
"გასაგებია, რომ ქვეყანაში არსებობენ "პატრონიანი" ადამიანები, ვისაც პოლიცია არ ეხება, მაგრამ ეს "უპატრონოები" ვინც ვართ, ერთმანეთს თუ არ დავუდექით გვერდზე და საზოგადოებამ კონსოლიდაცია თუ არ მოახდინა ამგვარი ფაქტების ირგვლივ, დავიჩაგრებით და გავწყდებით. არ შეიძლება იმის მოთმენა, როცა ადამიანი, რომელსაც შენ ფულს უხდი იმისთვის, რომ დაგიცვას, მოქმედებს პირიქით, ოღონდ შენ ფულს მაინც იღებს.
სასამართლოს დამოუკიდებლობა არავის აწყობს, გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება პირდაპირ დგას დამოკიდებულ და პოლიტიკური გავლენებით გავსებულ სასამართლოზე. ეს არის მათი ინსტრუმენტი და რაც ახლა ყველაზე მეტად ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ 4 ოქტომბრის საქმეებს ვაკვირდებოდით, ახლა პოლიტიკოსების სასამართლოების საქმეს ვაკვირდებით და როგორ შეიძლება სასამართლო გაათავისუფლო, ამ ქვეყანაში გქონდეს ინსტიტუტი, სადაც "პატარა კაცს უპატრონო, უბატონო" ადამიანს შეუძლია, რომ საკუთარი სიმართლე იპოვოს და მეორე მხრივ, ჰქონდეს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად იმაზე ფიქრობს, როგორ დარჩეს კიდევ ერთი საათით მეტ ხანს ხელისუფლებაში", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
თაგები:
ბორის ჩელე ყურუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს