ბორის ჩელე ყურუა - თუ უნდათ, რომ შეკითხვები არ დარჩეს საზოგადოებას, ამ საქმეზე თავიდან უნდა ჩაატარონ გამოძიება

ავტორი
Front News საქართველო
თუ უნდათ, რომ შეკითხვები არ დარჩეს საზოგადოებას, ამ საქმეზე თავიდან უნდა ჩაატარონ გამოძიება, - ამის შესახებ ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში არ დევს ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი.
"ის ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს და შეძლების მიუხედავად, არ განახორციელეს, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
საბოლოო ჯამში, მტკიცების სტანდარტზე თუ გვინდა საზოგადოებას რამე გავაგებინოთ, უნდა გავაგებინოთ ის, რომ აქ არსებობენ ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ უკავშირდება იმ ბრალის დადგენილებას, რომელიც აქვს მოტანილი სასამართლოში ბრალდების მხარეს, შესაბამისად, თუ უნდათ, რომ ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, თუ უნდათ, რომ შეკითხვები არ დარჩეს საზოგადოებას, ამ საქმეზე თავიდან უნდა ჩაატარონ გამოძიება", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. საქმე 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან მომხდარ ფაქტს უკავშირდება, სადაც მომიტინგეებმა სასახლის ღობე დააზიანეს და ტერიტორიაზე შეღწევა სცადეს.
თაგები:
ბორის ჩელე ყურუა




