
ავტორი
Front News საქართველო
არ მგონია, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს იმგვარ პოლიტიკოსებს და იმგვარ ადამიანებს ხელისუფლებაში, რომლებსაც მთავარ მიზნად დაუსახავთ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს ასიამოვნონ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა დაიბადოს ახალი იდეა კონტექსტზე მორგებული, რომელსაც ადამიანები გაჰყვებიან.
"ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში არის ერთი ადამიანი, რომელიც წყვეტს - ვინ წავიდეს ციხეში და ვინ - გამოვიდეს, ვინ რა ახალი კანონი მიიღოს. სამწუხაროა ეს ყველაფერი, არ მგონია, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს იმგვარ პოლიტიკოსებს და იმგვარ ადამიანებს ხელისუფლებაში, რომლებსაც მთავარ მიზნად დაუსახავთ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს ასიამოვნონ.
მებრძოლების ნაკლებობა არ გვაქვს ამ ქვეყანაში, გვჭირდება კონკრეტული ახალი პოლიტიკური გზა, უნდა დაიბადოს ახალი იდეა კონტექსტზე მორგებული, რომელსაც ეს ადამიანები გაჰყვებიან. მინიმუმ, თავი და ბოლო ბუნდოვნად მაინც უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკური გზა, რომელიც აქამდე იყო ნათქვამი, არ დასრულდა იმ შედეგით, რომლითაც გვინდოდა, რომ დასრულებულიყო", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
თაგები:
ბორის ჩელე ყურუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს