Logo

ბორის ჯონსონი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს

მსოფლიო
453
Frontnews image description

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. 

 

“პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება ახლა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს“, – აცხადებენ ბორის ჯონსონის პრესსამსახურში.

 

ამასთან, ბორის ჯონსონი აპირებს შექმნილი სიტუაციის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მიაღწიოს.

 

რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის მოედანი ოკუპანტებმა დაიკავეს. 

Advertisement