Logo

“ბორჯღალოსნები” დღეს რუსეთს 24-ედ შეერკინებიან

საზოგადოება
1313
Frontnews image description

"ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15:00 საათზე გამართავენ. 

კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტში და ნოემბერში). ამავე მიზეზით, ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება.

„ბორჯღალოსნებს“ არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ რუმინეთთან – 24-ჯერ უთამაშიათ, ხოლო 7 თებერვალს 24-ედ ერკინებიან რუსეთს.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა. მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 21 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა – მათგან 18-ჯერ ზედიზედ.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის თქმით, გუნდი ამ თამაშს კარგად მომზადებული ხვდება.

"ველოდებით დინამიურ თამაშს და ვეცდებით შემტევი რაგბი ვაჩვენოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის უპირატესობები, რაც მეტოქესთან გაგვაჩნია. როგორი იქნება თამაშის სურათი, ჩვენზეა დამოკიდებული. საჭიროა, რომ მოვიგოთ ორთაბრძოლები, ვაკონტროლოთ შეჯგუფებები და ამის შემდეგ ხელდახელ თამაშის შესაძლებლობაც გვექნება“, – განაცხადა მაისაშვილმა.

თაგები:

Advertisement