"ბორჯღალოსნებს" კანადასთან მატჩისთვის ოთხი მორაგბე შეუერთდა

ავტორი
Front News საქართველო
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა მომდევნო ტესტ-მატჩისთვის ნაკრებში შერკინების ოთხი მოთამაშე – გიორგი მამაიაშვილი, თორნიკე ჯალაღონია, გიორგი ჯავახია და ნიკა სუთიძე გამოიძახა.
შემოდგომის ტესტების სერიის მეორე შეხვედრაში "ბორჯღალოსნები" კანადას დაუპირისპირდებიან. მატჩი 15 ნოემბერს, კვლავ ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე“, 16:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს ქართველმა მორაგბეებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 43:30 სძლიეს, რითაც მთავარ მიზანს, მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრას, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
ამჟამად საქართველოს ნაკრები მე-11 პოზიციაზეა. აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" 0.27 სარეიტინგო ქულა მოიგროვეს და საერთო მაჩვენებელიც 74.96 ქულამდე გაიზარდა.
თაგები:
რაგბი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


