Logo

ბორჯომის ახლად არჩეულმა მერმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა

რეგიონები
144
Frontnews image description

ბორჯომის ახლად არჩეულმა მერმა მამუკა გელაშვილმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა.

"ბორჯომში ვეტერანთა დღე აღინიშნა.

მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანებს დღევანდელი დღე მივულოცე და სამშობლოს დაცვის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადავუხადე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად დაბა წაღვერის სკვერში და სანაპირო სკვერში აგებული მემორიალი გვირგვინებით შევამკეთ.

ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა გადაიხადა", - წერს გელაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოში "ვეტერანის დღე", 2014 წლის 17 ოქტომბრიდან აღინიშნება.

Advertisement