Logo

ბორჯომის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცეს

საზოგადოება
1160
Frontnews image description

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების დედებს ოფელია გულიაშვილს, ევგენია მახარობლიძეს და ნანი მელიქიძეს ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დედის დღე პირადად მიულოცეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე სოსო რაზმაძე და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე დაღუპული გმირების დედებს ოჯახებში ესტუმრნენ და ყვავილებთან ერთად ტექნიკის სახლის 100-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ დედის დღესთან დაკავშირებით ბორჯომის მერიამ 96 მრავალშვილიან დედას საჩუქრად ფულადი თანხა, 150 ლარის ოდენობით გადასცა.

თაგები:

Advertisement