Logo

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, სამუსიკო სკოლას და სასპორტო სკოლას ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

საზოგადოება
526
Frontnews image description

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, სამუსიკო სკოლას და სასპორტო სკოლას ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ა(ა)იპ-ების დირექტორები ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ სოსო რაზმაძემ დღეს წარადგინეს.

ბორჯომის სამუსიკო სკოლის დირექტორად მარინა ქიტიაშვილი დაინიშნა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრს გაიოზ დვალიშვილი, სასპორტო სკოლას კი ელიზბარ სტეფნაძე უხელმძღვანელებს.

ბორჯომის მერიის ა(ა)იპ-ების ახალი ხელმძღვანელები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგნენ.

ბორჯომის სამუსიკო  სკოლის ხელმძღვანელი – მარინა ქიტიაშვილი დაიბადა 1967 წლის 3 ივლისს ქ. ბორჯომში;
დაამთავრა ბორჯომის N6 საჯარო სკოლა; მარინა ქიტიაშვილი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. სამუსიკო სასწავლებლის დასრულების შემდეგ  სწავლა  განაგრძო ჯერ ფრუნზეს ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტში საფორტეპიანო ფაკულტეტზე, შემდეგ ერევნის კომიტასის 
სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. წლების განმავლობაში მუშაობდა ბორჯომის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს პედაგოგად. აქვს 30-წლიანი პედაგოგიური და საშემსრულებლო გამოცდილება.  2012 წლიდან  სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლ "ოქტავას" მუსიკალური ხელმძღვანელია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი

კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი – გაიოზ დვალიშვილი დაიბადა 1972  წლის 21 მაისს ქ. ბორჯომში; დაამთავრა ბორჯომის N3 საჯარო სკოლა;  გაიოზ დვალიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებულია. პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია. 2014-2015 წლებში იყო ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, იკავებდა ბორჯომის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციას, ასევე იყო ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.

სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი – ელიზბარ სტეფნაძე დაიბადა 1973  წლის 13 ივნისს ქ. ბორჯომში;
დაამთავრა ბორჯომის N1 საჯარო სკოლა;  ელიზბარ სტეფნაძე ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია-მცირე აკადემიის კურსდამთავრებულია. პროფესიით ეკონომისტია. 2001-2009 წლებში მუშაობდა საგადასახადო ინსპექციაში;  2010-2013 წლებში იყო  გამგებლის მოადგილე; 2014-2020 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

თაგები:

Advertisement