ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ლარებსა და ჩითახევში მცხოვრებ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტები, რასაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
სოფელ ლარებში მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების დამონტაჟება მოითხოვეს, ჩითახევში მცხოვრები მოსახლეობის პრიორიტეტად კი სკვერის მოწყობა დასახელდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურველ პროექტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში შეარჩევენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს