Logo

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ბორჯომში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

რეგიონები
179
Frontnews image description

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი ქოჩიაშვილთან, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ზაალიშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან გიორგი ფერაძესთან, მერის მოადგილეთან გიორგი ტაბატაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა ხარაზიშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად ბორჯომში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.

მერობის კანდიდატმა ქალაქის გამორჩეულ პედაგოგებს, დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცა.

გელაშვილის განცხადებითვე, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს ჩვენს ქვეყანას და მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement