ბორჯომის მოსახლეობის ინიციატივით გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე არსებულ სკვერს ზურაბ დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მოსახლეობის ინიციატივით გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე არსებულ სკვერს, ცნობილი ქართველი მომღერლის, წარმოშობით ბორჯომელი ზურაბ დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა.
ასევე, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სკვერს, დამსახურებული ექიმის მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა; დაბა წაღვერში არსებულ სკვერს კი ქართველი მეომრის სოსო მღებრიშვილის სახელი ეწოდა.
აღნიშნულ საკითხზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 25 მარტს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
თაგები:
ბორჯომი




