
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ფერაძესთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მარჟან სატრაპის ნაწარმოების პერსეპოლისის განხილვაში.
ასევე, სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები, რომ ძალადობა მიუღებელია და თითოეულ ადამიანს აქვს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - რევაზ ლაშხი, გენადი მუმლაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები.
ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს