Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში 2025 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ

რეგიონები
29
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კულტურის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე, სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე და სპორტის სპეციალისტი თათა ლამბრიანიძე, 2025 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ და გამარჯვება პირადად მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბლიაძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე ორივემ მკლავში საპრიზო ადგილი დაიკავა ლექსო კაპანაძემ, ხოლო სანდრო თევდორაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა. 18 წლამდე ძიუდოისტებს შორის გიორგი შაყულაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 

თაგები:

ბორჯომი
Advertisement