ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ახალდაბასა და ყვიბისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ახალდაბასა და სოფელ ყვიბისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ყვიბისში, მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს.
დაბა ახალდაბაში კი ასფალტის ახალი საფარი ე.წ. „ნეძვის გზის“ 2.2 კმ-იან მონაკვეთზე იგება.
ამასთან, ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი და სკვერი ეწყობა. პროექტი ტერიტორიის გამწვანებას, ატრაქციონების, ფანჩატურის, გარე განათების სისტემების დამონტაჟებას, წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს