Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონები
58
Frontnews image description

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა დაბა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს. ისტორიაში პირველად, პროექტი მთელს არეალს მოიცავს.

პროექტის დასრულების შემდეგ, 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მლნ. ლარით ფინანსდება და 2026 წელს დასრულდება.

გარდა ამისა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორები დაბა ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ, რათა ზამთრის კურორტი 2025–2026 წლის ტურისტული სეზონს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.

ბორჯომის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, მერის მოადგილე ბიბო პაპიძე, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რევაზ ლაშხი და გენადი მუმლაძე.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement