
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ფერაძესთან და მერის პირველ მოადგილესთან ბიბო პაპიძესთან ერთად საჯარო სამსახურში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის, საჯარო მოხელე, ბორჯომის საპატიო მოქალაქე ჯუმბერ კურტანიძე და ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი ნადუსი ფერაძე მადლიერების სიგელით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
ჯუმბერ კურტანიძე 40 წელი მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. იგი იყო ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა.
ნადუსი ფერაძე ნახევარ საუკუნეზე მეტი პირნათლად ემსახურა ა(ა)იპ ,,ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანებას" .
"მინდა მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თქვენს მიმართ, ქალბატონი ნადუსი 50 წელზე მეტი ემსახურა ბიბლიოთეკას, წიგნებს და თაობების განათლებას. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ბატონმა ჯუმბერმა 40 წელი მიუძღვნა საჯარო სამსახურს და ღირსეულად იმსახურა არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სახელმწიფო ინტერესებისადმი ერთგულება სამაგალითოა. თქვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის", - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს