ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა.
ბორჯომის თასი 2025-ის გამარჯვებული სასპორტო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სასტუმრომ “ბორჯომი-ლიკანმა” დაიკავა, მესამე ადგილზე კი II ბორჯომის ქარხნის გუნდი გავიდა.
მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
სასპორტო სკოლის გუნდი - 1500 ლარი;
სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანი” გუნდი - 1000 ლარი;
II ბორჯომის ქარხნის გუნდი - 500 ლარი.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ფერაძემ, მერის მოადგილემ ბიბო პაპიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გენადი მუმლაძემ დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ წარმოება-დაწესებულებებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრების გამართვა ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და ახალგაზრდების წახალისებას.
თაგები:
ბორჯომი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


