ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ კიკნაძესთან, მოადგილეებთან - გენადი მუმლაძესთან და რევაზ ლაშხთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 185 წლის იუბილესთან და ქართული საბავშვო წიგნისა და მასწავლებლის ეროვნული დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
მოსწავლეებმა მოამზადეს თავისუფალი თემა “მე და ჩემი "დედაენა", ასევე პოსტერები, რომელიც გამოხატავდა იდეას, შეფასებას, ემოციას იაკობ გოგებაშვილის ღვაწლთან დაკავშირებით. მათ მონაწილეობა მიიღეს ესეების თემატურ კონკურსშიც.
გამარჯვებული მოსწავლეები წიგნებით და სიგელებით დააჯილდოვეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, N1 საჯარო სკოლაში ახლად გახსნილი STEM-ის ლაბორატორიაც დაათვალიერეს.
თაგები:
ბორჯომი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


