ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან 17 ახალგაზრდას უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან 17 ახალგაზრდას უმასპინძლა.
ახალგაზრდებისთვის 30 მაისიდან 5 ივნისამდე კულტურული და შემეცნებითი ტურები მოეწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ატირაუდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა მსგავსი გაცვლითი პროგრამების როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
ახალგაზრდები ბორჯომს ქალაქებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში ესტუმრნენ. ბორჯომი და ატირაუ დაძმობილებული ქალაქები 2023 წელს გახდნენ.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა