ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილში, 2 117 ბენეფიციარს 498 938 ლარის დახმარება გაეწია
რეგიონები
6 დღის წინ / 12:51


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში, 2 117 ბენეფიციარს 498 938 ლარის დახმარება გაეწია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 235 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 222 106 ლარი გამოიყო; 148 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 29 793 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 32 პაციენტი 34 109 ლარით დაფინანსდა; 114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 650 ლარით დაფინანსდა; 369 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 480 ლარით დაფინანსდა; ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 2 ბენეფიციარს 150-150 ლარი ჩაერიცხათ.
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
თაგები:
ბორჯომი