Logo

ბორჯომის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ათ სოფელში განხორციელდა

საზოგადოება
777
Frontnews image description

2021 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ათ სოფელში განხორციელდა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულდა ცხრა სოფელში – ანდეზიტში, ყვიბისში, კორტანეთში, ჭიხარულაში, დვირში, ტაბაწყურში, ციხისჯვარში, დაბა ახალდაბაში და ცემში.

 

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება სოფელ საკირეში. 

 

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობას, იცვლება მაგისტრალზე დაზიანებული მონაკვეთები, მოეწყო ახალი 300 კბმ-ს რეზერვუარი და  შეიცვლება შიდა ქსელი. 

 

სოფელ საკირეში, სადაც 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, პროექტის დასრულების შემდგომ, მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდა. 

 

სოფელ ჭიხარულაში, დვირში, ტაბაწყურში, ცემში, კორტანეთში და ციხისჯვარში სასმელი წყლის რეაბილიტაცია “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები