ბორჯომში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე სოსო რაზმაძე გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ფასადების რეაბილიტაციის პროექტის დეტალები განიხილეს.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე გათვალისწინებულია აივნების ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა.
სამუშაოების შპს „ბესთ ბილდ გრუპი" ასრულებს. ფასადების რეაბილიტაცია 679 086 დაჯდება. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შესრულდება.
ბორჯომის მერია, ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს