Logo

ბორჯომში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო

საზოგადოება
29.01.2021 / 13:33
1497
Frontnews image description

ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყო.

სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს მოიცავს. ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი" სასურსათო პაკეტებს 11-ივე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს.

30 იანვრიდან სურსათი დაურიგდება ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 91 აღსაზრდელს.

სურსათს ბორჯომის მერია პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს.

(R)

 

თაგები:

Advertisement