Logo

ბორჯომში, თორის N6-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო

Frontnews image description

ბორჯომში, თორის N6-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

“საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში ბორჯომში არაერთი პროექტი განხორციელდა”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement