ბორჯომში, თორის N6-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომში, თორის N6-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.
ბორჯომში ფასადების რეაბილიტაციის პროექტი 2026 წელსაც გაგრძელდება.
თაგები:
ბორჯომი




