Logo

ბრიტანელი ტელეწამყვანი საბერძნეთის კუნძულ სუმიზე გარდაცვლილი იპოვეს

მსოფლიო
978
Frontnews image description

ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა, საბერძნეთის კუნძულ სუმიზე გარდაცვლილი იპოვეს.

 

პოლიციის ინფორმაციით, ცხედარი აგია მარინას მიდამოში, აგიოს ნიკოლაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ნახეს, სადაც მოსლი სასეირნოდ წავიდა.

 

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

67 წლის ტელეწამყვანს 5 ივნისიდან ეძებდნენ, მას შემდეგ, რაც ის კუნძულზე სასეირნოდ მარტო წავიდა.

 

Advertisement