Logo

ბრიტანეთი უკრაინას კიდევ 6000 საბრძოლო რაკეტას გადასცემს

მსოფლიო
468
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას კიდევ 6000 საბრძოლო რაკეტს მიაწვდის. ისინი კიევს დამატებით გადაეცემა.

 

“თავდაცვითი სამხედრო დახმარება, მათ შორის მაღალი სიჩქარის Starstreak საზენიტო რაკეტები, დაეხმარება უკრაინელებს გააგრძელონ საკუთარი თავის დაცვა“, – წერს ჯონსონი.

 

მისივე ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებისთვის ფინანსური დახმარების მიზნით კიდევ 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეცემა (33 მილიონი აშშ დოლარი). 

 

ამასთან, ბრიტანეთმა ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის 400 მილიონი ფუნტი სტერლინგი (527 მილიონი დოლარი) გამოყო.

Advertisement