ბრიტანეთის დაზვერვა – რუსეთმა უახლოეს თვეებში შესაძლოა, ირანიდან ასობით ბალისტიკური რაკეტა მიიღოს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციამ ირანიდან უახლოეს თვეებში შესაძლოა, ასობით ბალისტიკური რაკეტა მიიღოს, – ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით Twitter-ზე ავრცელებს.
“ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოკავშირე გახდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის სავარაუდოდ, გაიზრდება უახლოეს თვეებში, რადგან რუსეთი ცდილობს შეიძინოს მეტი იარაღი, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაზვერვა მიიჩნევს, რომ სანაცვლოდ, რუსეთი ირანს სავარაუდოდ, შესთავაზებს სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უპრეცედენტო დონეზე.
“რუსეთმა, დიდი ალბათობით, ამოწურა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ისკანდერის მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი (ნატოს კლასიფიკაცია SS-26). თუ რუსეთი მიიღებს ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს დიდი რაოდენობით, ის გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე”, – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს