Logo

ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

მსოფლიო
24.02.2022 / 21:44
1292
Frontnews image description

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

 

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონ თქმით, ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა. 

 

ამასთან, სანქციები დაწესდა რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ მუშაობაზე. მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზაზე დაფინანსების მოზიდვა აეკრძალებათ, შეიზღუდება რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალი ტექნოლოგიებსა და აღჭურვილეოის ექსპორტი. 

 

მსგავსი ფინანსური სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება, უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო. 

Advertisement