ბრიტანული დაზვერვა – რუსეთმა უკრაინაში ბოლო კვირებში 2022 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთმა სავარაუდოდ, ყველაზე მეტი მსხვერპლი განიცადა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი კვირის შემდეგ, – ინფორმაციას Twitter-ზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრიტანული დაზვერვა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტატისტიკას ეყრდნობა.
ბრიტანელების მონაცემებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში რუსეთის დანაკარგების საშუალო მონაცემი დღეში 824 გარდაცვლილია, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისის მაჩვენებელს.
”რუსების მსხვერპლის რაოდენობის ზრდა სავარაუდოდ, გამოწვეულია მრავალი ფაქტორით, მათ შორის მომზადებული პერსონალის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობით ფრონტზე – ამის მაგალითებია უგლედარი და ბახმუტი”, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს