“ბრიუსელში, ასოცირების საბჭოზე ჩვენ უნდა ჩავიტანოთ ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ”

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ, ორშაბათს მივემგზავრებით ბრიუსელში, სადაც ასოცირების საბჭო გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რომ 2024 წელს, ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
"ჩვენ ბრიუსელში უნდა ჩავიტანოთ ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ. მოგეხსენებათ, ჩვენი გეგმა არის ამბიციური, რომ ქვეყანამ, 2024 წელს, ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მანამდე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვმართებს ძალიან მობილიზებული მუშაობა, ერთიანი ძალისხმევით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მართული და ჩვენ, ყველას ერთად, ძალიან დიდი ძალისხმევა გვმართებს", – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


