ბუჩას მერი – ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში


ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედერიუკი აცხადებს, რომ ქალაქში მსხვერპლთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
მისივე თქმით, თითქმის ყველა ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.
“გუშინ საღამოს მონაცემებით, 320 სამოქალაქო პირია ნაპოვნი. ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში. პრაქტიკულად 90% ჩაცხრილულია და არა სარაკეტო იერიშის დროს“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
ანატოლი ფედორუკის თქმით, მთლიანად დანგრეულია 112 კერძო სახლი, 18 მრავალსართულიანი კორპუსი კი საარტილერიო შეტევის შედეგად დაზიანდა და დაიწვა.
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბუჩაზე კონტროლი რამდენიმე დღის წინ აღადგინეს. უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს