ბუდანოვი – გავაგრძელებთ ოკუპანტების განადგურებას ყველგან, უკრაინის სრულ გამარჯვებამდე

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ ოკუპანტების განადგურებას გამარჯვებამდე.
ჟურნალისტებმა ბუდანოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის ბრალდებებზე “ტერორიზმზე” და ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის სიკვდილზე.
“ამ თემას ნუ გააგრძელებთ. მე მხოლოდ გეტყვით, რომ ჩვენ ვკლავდით რუსებს და მოვკლავთ ამ ქვეყნად ნებისმიერ ადგილას უკრაინის სრულ გამარჯვებამდე”, – განაცხადა მან.
რუსეთმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებებში დაადანაშაულა. მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ბუდანოვს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა და ბრალი “ტერორიზმში” წაუყენა.
თაგები:
კირილ ბუდანოვი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


