ბუდანოვი - ყველას ესმის, რომ ომი უნდა დასრულდეს, არ მგონია, რომ ამას დიდი დრო დასჭირდეს

ავტორი
Front News საქართველო
კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეთანხმებისკენ მიიწევს და უკრაინაში ომის მოგვარებას შესაძლოა, დიდი დრო არ დასჭირდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში პროგრესია. ბუდანოვი ასევე დარწმუნებულია, რომ ეს არ გაჭიანურდება.
"ყველას ესმის, რომ ომი უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. არ მგონია, რომ ამას დიდი დრო დასჭირდეს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ორივე მხარე აქამდე ინარჩუნებდა "მაქსიმალისტურ პოზიციებს“ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა ისინი თანდათან კომპრომისზე მიდიან. მან აღნიშნა, რომ აგრესორ ქვეყანას შეთანხმების მიღწევის აშკარა სტიმული აქვს.
"ჩვენგან განსხვავებით, ისინი საკუთარ ფულს ხარჯავენ. ეს უზარმაზარი თანხებია - უკვე ტრილიონები", - აღნიშნა ბუდანოვმა.
ამავდროულად, მან უარი განაცხადა იმაზე საუბარზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ტერიტორიულ საკითხზე, მოლაპარაკებების ყველაზე რთულ ნაწილზე შესაძლო კომპრომისი.
Bloomberg კრემლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მხარეები მხოლოდ ორმხრივად მიუღებელ პოზიციებს აფიქსირებენ.
თაგები:
კირილ ბუდანოვი




