ბუდანოვი – რუსეთს ომისთვის რესურსები შესაძლოა, უკვე ამ გაზაფხულზევე ამოეწუროს


ავტორი
Front News საქართველო
რუსებმა შეიძლება დაკარგონ ომის საწარმოებლად რესურსები, თუ გაზაფხულზე ბრძოლის ველზე მიზნებს ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“რუსეთმა დახარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსი, იარაღი და მასალები. მისმა ეკონომიკამ და წარმოებამ ვერ დაფარა ეს დანაკარგები. მან შეცვალა თავისი სამხედრო სარდლობის ჯაჭვი.
თუ რუსი სამხედროები ამ გაზაფხულზე არ მიაღწევენ მიზნებს, რუსეთს საბრძოლო იარაღები ამოეწურება“, – განაცხადა ბუდანოვმა USA Today-თან ინტერვიუში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს