Logo

ბუდრისი - ის, რომ საქართველოში ვითარება უარესდება, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია

პოლიტიკა
140
Frontnews image description

ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნამდვილად ღრმა შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

"ის, რომ საქართველოში ვითარება უარესდება, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ამ საკითხს დღეს განვიხილავთ. ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნამდვილად ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მოუთმენლად ველი განვიხილო ჩემს კოლეგებთან ერთად ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები