ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისში ავარიაში მოჰყვა


ავტორი
Front News საქართველო
ბულგარეთის ეროვნული ნაკრები თბილისში, სასტუმროსაკენ მიმავალ გზაზე ავარიაში მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრები დასაბინავებლად 2 ავტობუსით მიემგზავრებოდნენ, როდესაც ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა არასწორი მანევრი გააკეთა და გვირაბში მეორეს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავდა ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრა 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს