ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ავტორი
Front News საქართველო
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, „საქართველოს რაგბის კავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.
თაგები:
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი




