“ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ საბაბი, რაზე დაყრდნობითაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდნენ”


ავტორი
Front News საქართველო
შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ერთ ძალიან კარგ რამეს ნიშნავს – ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ საბაბი, რაზე დაყრდნობითაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა მოუწევს. ეს ძალიან კარგია არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ კარგია ქვეყნისთვის და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავით“, – განაცხადა მდინარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.
კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს