Logo

ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
6 დღის წინ / 15:40
Frontnews image description

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეჯახებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.

დაღუპულია დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი, მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა კი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Advertisement