Logo

ჩამოგდებული ვერტმფრენი და 300 ლიკვიდირებული ოკუპანტი – რუსების ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
839
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                               
 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 42 640 (+300) ჯარისკაცი დაკარგა.                                                
 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 09.08-მდე:  ტანკები – 1 817 (+6), ჯავშანტექნიკა – 4 076 (+6), საარტილერიო სისტემები – 964 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 261 (+0).       
 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 133 (+1), თვითმფრინავი – 223 (+0), ვერტმფრენები – 193 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 757 (+3), საკრუიზო რაკეტები – 185 (+3).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).      
 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 998 (+5), სპეციალური ტექნიკა – 87 (+1). 

Advertisement