Logo

“ჩამოყალიბდნენ ხვალამდე და ჩვენც ჩამოვყალიბდებით ჩვენს გადაწყვეტილებაში”

Frontnews image description

"ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგებიან, დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების, როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა – პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  შალვა პაპუაშვილმა  მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ამასთან დაკავშირებით გუნდში იქნება მსჯელობა.

„ჩვენ ველით 2 თებერვლის სხდომას. ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგებიან, დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების, როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა, პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს. ასე, რომ ჩამოყალიბდნენ ხვალამდე და ჩვენც ჩამოვყალიბდებით ჩვენს გადაწყვეტილებაში. ეს არის პოლიტიკური საკითხი. ამასთან დაკავშირებით გუნდში გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თაგები:

Advertisement