Logo

“ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქ ჩამეტარებინა ვაქცინაცია, რაც იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემი”

საზოგადოება
925
Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისი საჩხერეში აცრა სიმბოლურია და ეს სამედიცინო სფეროს სხვა მუშაკებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება.

"გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკისა და მედპეროსნალის მიმართებაში, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი და ვთვლი, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის. დარწმუნებული ვარ, ისინი გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. მე ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საქართველოს ექიმებისა და პირველ რიგში იმ კლინიკისთვის, სადაც მე მაქვს გატარებული ძალიან ბევრი დადებითი წელი და ემოცია. ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქ ჩამეტარებინა  ვაქცინაცია, რაც იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემი, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის, სადაც მას ძალიან დიდი როლი აქვს საზოგადოებაში"-განაცხადა ტიკარაძემ. 

მინისტრის განცხადებით, რაიმე უკუჩვენება რომ ყოფილიყო ის ვაქცინაციას არ ჩაიტარებდა.

"უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე რა თქმა უნდა, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი, სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული ის კითხვარი, რომელსაც მე დეტალურად გავეცი პასუხი. ამ ეტაპისთვის მე თავს კარგად ვგრძნობ" – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით საჩხერეში დღეს აიცრა.

თაგები:

Advertisement