“ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს ამ დოკუმენტში”

ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ მედიატორის მხრიდან ისეთი შემოთავაზება იქნება, რომელიც ოპოზიციისთვის გარკვეულწილად მისაღები აღმოჩნდება.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს რომ ქვეყნის მართვა ებაროს, ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა.
„ვფიქრობ, ახლა იმაზე არ არის საუბარი, რაზე დათანხმდება „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიციები. იმედი მაქვს, მედიატორის მხრიდან ისეთი შემოთავაზება იქნება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვის“, უბრალოდ ცოტა დრო დარჩა და ალბათ, რომ გამოვალ, უფრო დეტალურად გავაკეთებ განცხადებას.
ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს ამ დოკუმენტში, ხუთივე საკითხი. პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამისი კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ. ასევე რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რათა შეთანხმება შედგეს. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, პირდაპირ გეტყვით, უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს