Logo

ჭიათურაში ბესარიონ ჟღენტის 122 წლისთავი აღნიშნეს

რეგიონები
285
Frontnews image description

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ბესარიონ (ბესო) ჟღენტის დაბადებიდან 122 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც სოფელ ქვაციხეში გაიმართა - იქ, სადაც დაიბადა და აღიზარდა ცნობილი ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და მწერლობის გამორჩეული მკვლევარი.

გივი მოდებაძემ თავის სიტყვაში განაცხადა, რომ  აღნიშნული ღონისძიება ტრადიციული გახდება, ასევე დაფუძნდება ბესო ჟღენტის სახელობის ლიტერატურული პრემია.

როგორც მერმა აღნიშნა, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის წახალისებას, ლიტერატურისა და კრიტიკისადმი ინტერესის გაღრმავებას და ბესარიონ ჟღენტის ხსოვნის უკვდავყოფას.

ღონისძიება დატვირთული  იყო მხატვრული ნომრებით  და მოგონებებით  ბესარიონ  ჟღენტზე - ადამიანზე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურათმცოდნეობის და კრიტიკის განვითარებაში.

თაგები:

ჭიათურა
Advertisement