Logo

ჭიათურაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

რეგიონები
804
Frontnews image description

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ლაბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დღესვე, კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

თაგები:

ჭიათურა
Advertisement