Logo

ჭიათურის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" აქტივთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინეს

რეგიონები
180
Frontnews image description

ჭიათურის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" აქტივთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატმა პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა, რწმუნებულის მოადგილემ და პარტიის იმერეთის კურატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად  გივი მოდებაძე წარადგინეს.

ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელად დავით ლაბაძე დასახელდა.

"ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, კვლავ ვიყარო კენჭი ჭიათურის მერის თანამდებობაზე. მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და კვლავ იქნება იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ჭიათურელებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. მერის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავამართლო თქვენგან გამოხატული ნდობა. მჯერა, რომ ხელისუფლების, გუნდისა და საზოგადოების ჩართულობით ერთად კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

დამსწრე საზოგადოებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარუდგინეს.

ქალაქის პირველი  ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ალექსანდრე ციცქიშვილი

ქალაქის მეორე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გელა ბუზალაძე

ქალაქის მესამე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ბესარიონ ნადირაძე

კაცხის თემი - ინგა ასანიძე

ვაჭევის თემი - ზაზა ცერცვაძე

ქვაციხის თემი - დავით ყიფშიძე

პერევისის თემი - გიორგი ვაშაძე

სვერის თემი - ვახტანგ ცუცქირიძე

მანდაეთის თემი - გელა გელაშვილი

გეზრულის თემი - ელდარ შეყილაძე

ხრეითის თემი - ემზარ მიქაცაძე

ნიგოზეთის თემი - ვეფხვია პაპიძე

ითხვისის თემი - ოლეგ ყობიაშვილი

რგანის თემი - ალექსანდრე ხვედელიძე

სარქველეთუბნის თემი - მალხაზ სამყურაშვილი

წირქვალის თემი - გიორგი დემეტრაშვილი

ხვაშითის თემი - დავით ბუზალაძე

ზოდის თემი - ირაკლი მერმანიშვილი.

Advertisement