ჩინური სამშენებლო კომპანია “ჰუნანის” 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები, დღეიდან, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით იფიცებიან და მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩინური სამშენებლო კომპანია "ჰუნანის" 200-მდე თანამშრომელია გაფიცული.
მაგისტრალზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ მძიმე სამუშაო აქვთ შესასრულებელი, ხელფასი კი – მიზერული. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, ისინი ოჯახების რჩენას ვეღარ ახერხებენ.
"ვითხოვთ ხელფასის გაზრდას 30%-ით. პირობები არის მეტად რთული, სიმძიმის აწევა იქნება ეს თუ სხვა რამ. რთული სამუშაოს მიუხედავად ხელფასი არის მიზერული, ძალიან დაბალი. გუშინ კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მოსული და გვითხრეს, საკმარისი, ძალიან კარგი ხელაფასი გაქვთ, რა სამუშაოსაც ასრულებთო. ჩვენ ვთვლით, რომ არ გვაქვს საკმარისი ხელფასი.
ადმინისტრაციამ თავიდან გვითხრა 10 კაცი წამოდით ოფისში, გავისაუბროთო, მაგრამ არ გავყევით, რადგან გვინდა აქ, ადგილზე ყველამ მოისმინოს რას გვეტყვის ადმინისტრაცია. ახლა ამბობენ, ერთი კვირა მოგვეცით ყველაფრის გადასაწყვეტადო. ერთი კვირა კი არა, ერთი თვე და მეტი რომ მოგვიწიოს აქ დგომა, არ დავიშლებით", – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომპანია "Hunan Road and Bridge Construction Group"-ის თანამშრომლები სამსახურში არ დაბრუნდებიან, სანამ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს